მიხეილ სააკაშვილი - საქართველო, როგორც არასდროს, ახლოსაა დამოუკიდებლობის დაკარგვასთან, სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან - 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი

საქართველო, როგორც არასდროს, არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან. როგორც არასდროს, არის ახლოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, როდესაც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავარი არის ერთობა.

„რაც შეეხება დღევანდელ განხილვას, მე მგონი, უკვე ყველა ხვდება ამ სიტუაციის უხერხულობას და იმის ანეკდოტურობას, თუ რაში მადანაშაულებენ, მაგრამ უნდა ისაუბროთ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ამბავზე. სერიოზული ამბავი არის ის, რომ საქართველო, როგორც არასდროს, არის ახლოს დამოუკიდებლობის სრულ დაკარგვასთან. როგორც არასდროს, არის ახლოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებასთან. 2008 წელს, როცა რუსეთი იდგა თბილისის კარიბჭესთან, მაშინ ბევრად უფრო მშვიდად ვიყავი და დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არაფერი ემუქრებოდა იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იყო ერთიანი, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერდა. ახლა, ჩვენ ჩაგვხსნეს მსოფლიო მხარდაჭერისგან და ახლა, ცდილობენ, რომ გაგვყონ და დაგვანაწევრონ. რონალდ რეიგანმა თქვა, რომ „ყოველ დროს, ამერიკა არის ერთი თაობის იქით თავისუფლების დაკარგვისგან“. ეს თაობა გამოვიარეთ ჩვენ ბოლო 30 წელი და ჩვენ ვკარგავთ ახლა, დამოუკიდებლობას. ახლა, უკვე ახალგაზრდა თაობამ აიტაცა ხელში ეს დროშა. მე ვიწინასწარმეტყველე ჩემ საბოლოო საპრეზიდენტო გამოსვლაში 2013 წელს, რომ ეს თაობა აუცილებლად იტყოდა თავის გადამწყვეტ სიტყვას. ამ ახალგაზრდობის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ისინი სვამენ კითხვას, იქნება თუ არა საქართველო და სად იქნება საქართველო, ისინი არ წვრილმანდებიან პირად, სხვა ეგოისტურ მოსაზრებამდე. იციან, რომ თუ თავისუფლება იქნება ყველას ექნება შესაძლებლობა, თუ თავისუფლება არ იქნება არაფერს აზრი არ აქვს და წყალსაც კი, წაუღია ყველაფერი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა თქვა, ყველა თაობამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ახლა ერთობა არის მთავარი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში