კახა კალაძე - „მეორე ფრონტი“ არ არის ჩემი მოგონილი - არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა

რაც შეეხება „მეორე ფრონტს“, ეს არ არის ჩემი მოგონილი - არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ჩამოსვლა, „მათი გამოსვლა ანტისამთავრობო მიტინგზე და კონკრეტული „მესიჯების“ გაჟღერება, მძიმე იყო“.

„რაც შეეხება „მეორე ფრონტს“, ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის კონკრეტული ფაქტები, სადაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები კეთდებოდა. მაგალითად, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს გაუკეთებია არაერთი განცხადება, ასევე, ის განცხადებები, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებდნენ - „გვირჩევნია ჩვენს ქვეყანაში ბომბები ცვიოდესო“ და ა.შ.

აგრეთვე, მძიმე იყო [ბალტიისპირეთის ქვეყნების] საგარეო საქმეთა მინისტრების ჩამობრძანება საქართველოში, მათი გამოსვლა ანტისამთავრობო მიტინგზე და კონკრეტული „მესიჯების“ გაჟღერება. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო, ალბათ, ხვდებით, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ იმ საგარეო საქმეთა მინისტრებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს მიუღებელია და ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ასეთ ფაქტებს. ეს არ არის არც მეგობრობა და არც პარტნიორობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს