„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურ დირექტორად ქრისტიან როიდერი დაინიშნა.

მათივე ცნობით, 2024 წლის 6 ივნისიდან ქრისტიან როიდერი ხულიან ფერნანდესს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ („ეიპიემ ტერმინალს ფოთის“) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე შეცვლის და „ეიპიემ ტერმინალსის“ ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი გუნდის წევრი გახდება.

ინფორმაციის თანახმად, ქრისტიანი მაერსკის ჯგუფს 2000 წელს შემოუერთდა, როგორც მაერსკის საერთაშორისო გადაზიდვების საგანმანათლებლო პროგრამის (M.I.S.E.) სტაჟიორი, რის შემდეგაც 2003 წლიდან 2011 წლამდე კომპანიაში სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ 2008-2009 წლებში ქრისტიანი საქართველოში, Maersk Georgia-ს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესაბამისად, ის შესანიშნავად იცნობს და პატივს სცემს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას.

ქრისტიანს სატერმინალო ბიზნესის სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება აქვს და ასევე, კარგად იცნობს მომხმარებლების და დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრს.

„ჩვენს ინდუსტრიაში ქრისტიანს მდიდარი გამოცდილება აქვს. ფოთში მუშაობის დაწყებამდე, მას მაღალი რგოლის ლიდერულ პოზიციებზე არაერთ კომპანიასა და ქვეყანაში უმუშავია. მოუთმენლად ველით ქრისტიანის კვლავ შემოერთებას ჩვენს გუნდში, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენს მიმდინარე წარმატებულ საქმიანობას“, - ამბობს აფრიკა - ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი, იგორ ვან დენ ესსენი.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ახალი გენერალური დირექტორის, ქრისტიან როიდერის თქმით კი, ფოთის საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, მართლაც, საოცარ და მომხიბლავ ქვეყანაში. ფოთის საზღვაო ნავსადგური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისა და რეგიონისთვის. მჯერა, რომ ჩემი კარიერის სხვადასხვა ეტაპზე დაგროვილი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარება კომპანიის განვითარებაში“, - ამბობს ბატონი როიდერი.

როიდერი განმარტავს, თუ რა პრიორიტეტები ექნება აღნიშნული თანამდებობაზე.

„ჩვენი კომპანიის გაფართოება, შუა დერეფნის განვითარება, მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდა, დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური თანამშრომლობა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და კომპანიისა და ხალხის მდგრადი განვითარება, ჩემი დღის წესრიგის პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამბობს ის.

ინფორმაციის მიხედვით, ქრისტიანი გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მუშაობდა: გერმანიაში, საქართველოში, მოზამბიკსა და სამხრეთ აფრიკაში ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Damco Mozambique-ის მენეჯერი და გარე სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების გენერალური დირექტორი და კომერციული დირექტორი. 2020 წლიდან ქრისტიანი იკავებდა DP World Mozambique-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს