გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულია.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში უნივერსიტეტს ოფიციალურად წარუდგინა ფულბრაიტის სპეციალისტის პროგრამის პროფესორი, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლაში. პროფესორს ახლდნენ საელჩოს კულტურის ატაშე, ივენ კალისი და პროგრამის კოორდინატორი, თათა თოდრია.

„პროგრამა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ადმინისტრირებით ხორციელდება, უზრუნველყოფს მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელი მეცნიერებისა და პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა უნივერსიტეტსა და დაწესებულებაში, 2024 წელს გრუნიც შეირჩა ფულბრაიტის სპეციალისტის პროგრამის (Fulbright Specialist Program) ერთ-ერთ მასპინძლად.

პროგრამის ფარგლებში, საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლა უმასპინძლებს დოქტორ სტივენ ვუტენს, ორეგონის უნივერსიტეტის გლობალური კვლევების ასოცირებულ პროფესორს, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს როგორც თბილისის, ისე ბათუმის წარმომადგენლობაშიც. ვიზიტის დროს დოქტორი ვუტენი ჩაერთვება სტუდენტებთან, პროფესორებთან და მკვლევრებთან, შესთავაზებს ღირებულ შეხედულებებს და პერსპექტივებს კვლევისა და საჯარო მმართველობის შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გრუნის რექტორი - მამუკა თავხელიძე, რექტორის მრჩეველი - ანა აბესაძე, ვიცე-რექტორები - გიორგი მირიანაშვილი და გულიკო გალდავა და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსი - მერი ლომია, ესწრებოდნენ, განიხილეს პროფესორის ორკვირიანი პროგრამა გრუნიში მუშაობის შესახებ. რექტორმა სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები და მადლობა გადაუხადა ამერიკის საელჩოს დახმარებისათვის.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა კამპუსი და სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს, რამაც სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერისთვის. ეს შესაძლებლობა ხაზს უსვამს გრუნის ერთგულებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური სრულყოფილებისადმი“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება