სენატორი მიტჩ მაკკონელი - “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები

პარტია “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები - აშშს ინტერესებშია, დადგეს იმ თავისუფალი ადამიანების გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორიცაა პუტინი და სი ძინპინი, - ამის შესახებ სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა.

ამით ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები ქვეყნის სუვერენიტეტს რუსეთისადმი მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.

"საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და მის დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.

მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოში] საკმაოდ დიდი პოლიტიკური ოპოზიციაა, ის საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქრონიკულად დაყოფილია.

პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ მკაფიოდ ევროპული მომავალი სურთ.

მათ სწამთ, რომ დასავლეთის სამეზობლოში თავის დამკვიდრება, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, სადაც უპირატესია კანონის უზენაესობა, მათ საუკეთესო ინტერესშია.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო - აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორიცაა პუტინი და სი ძინპინი. ეს ეხება ტაივანსა თუ უკრაინას, ესტონეთსა თუ იაპონიას. ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები.

და რატომ არიან რუსები შეპყრობილი საქართველოს მომავლის გაკონტროლების იდეით? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზია.

გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში, საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე ცივილიზებული სამყაროს გზაჯვარედინზე იდგა. ეს კრიტიკული რესურსების საკვანძო სატრანზიტო პუნქტია. დღეს ის სომხეთთან ერთად, სასურველ სახმელეთო ხიდს წარმოადგენს, რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს აკავშირებს, მოსკოვსა და თეირანში.

ქართველ ხალხს კონფლიქტებისა და დაპყრობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მათ აქვთ გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურაც გააჩნიათ, რომლითაც უნდა იამაყონ. მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთისთვის თავის დახრასა და დასავლეთისკენ მიბრუნებას შორის.

ასე რომ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს მთელი დასავლეთის მასშტაბით, მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი იამაყებენ. - მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა, მათ წვრილმან უთანხმოებებს გვერდზე გადაადებინებს და გააერთიანებს.

რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა იყოს ის მომენტი, როცა საქართველოს მმართველი პარტია გააცნობიერებს თავისი ხალხის ნების უგულებელყოფის საფასურს, რაც პუტინის ახირებების შესრულების მიზნით ხდება და დროულად შეაჩერებს დასავლეთთან ურთიერთობის წყალში გადაყრის პროცესს.

იმედი მაქვს, თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები [ქვეყნის] სუვერენიტეტს [რუსეთისადმი] მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ... და ისინი პარლამენტიდან "რუსულ კანონს" გაიწვევენ", - განაცხადა მიტჩ მაკკონელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში