რუსთავში ძველი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ავთენტური შენობა შენდება

რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა შენდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განსაკუთრებული პროექტია რუსთავისთვის. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ეს პროექტი მისცემს ათასობით რუსთაველ ახალგაზრდას ახალ შესაძლებლობას, მიიღოს არაფორმალური განათლება და არსებული უნარები სხვადასხვა მიმართულებით განავითარონ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„მოსწავლე-ახალგაზრდობის ახალი სასახლის შინაარსობრივ კონცეფციაზე, რუსთავის მერიის სერვისების და რეფორმების ჯგუფი მუშაობს. ტრადიციულ სასწავლო დისციპლინებს, რაც მოსწავლე-ახალგაზრდობის ძველ სასახლეში ისწავლებოდა, ახალი მიმართულებები დაემატება და რუსთაველ ახალგაზრდებს, მათ ინტერესებზე მორგებული, კიდევ ერთი საგანმანათლებლო ცენტრი ექნებათ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მოეწყობა მეტალპლასტმასის ფანჯრები და ვიტრაჟები, სასმელი წყლის, გათბობისა და ელექტროგაყვანილობის ქსელი, ჩატარდება შიდა ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. შენობის ფასადზე დამონტაჟდება დეკორატიული განათება.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობის პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს