ალტე უნივერსიტეტი - #1 უნივერსიტეტი კლინიკური გამოცდილების მისაღებად

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლა, ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო სამედიცინო განათლების მიღების მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს. პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება; მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო აღიარება - ალტე უნივერსიტეტი სწორედ ის ადგილია, რომელიც ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს სამედიცინო განათლების სფეროში.

უნივერსიტეტი საქართველოს უმსხვილესი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელი ჯგუფის „ევექსის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ეს სტრატეგიული ალიანსი როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი დონის კლინიკური გამოცდილება ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში. „ევექსი“ ჯგუფის ერთ-ერთ უმსხვილეს კლინიკასთან - „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალთან“ თანამშრომლობა უზრუნველყოფს სტუდენტების რეგულარულ კლინიკურ პრაქტიკას მესამე კურსიდან სწავლის დასრულებამდე, რაც განსაკუთრებული და უნიკალური შესაძლებლობაა სამედიცინო პროგრამაზე სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის. აღნიშნული პრაქტიკული გამოცდილება კურსდამთავრებულებს აძლევს საჭირო უნარებსა და თავდაჯერებულობას, რათა შექმნან თავიანთი წარმატებული სამედიცინო კარიერა.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ „ევექსი“ კლინიკებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებს მესამე კურსიდან სწავლის დასრულებამდე შეუძლიათ, მიიღონ უმაღლესი დონის, რეალური პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება ჯანდაცვის ყველა სფეროში. ქვეყნის უმსხვილეს ჯანდაცვის პროვაიდერთან თანამშრომლობა უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს სტუდენტებს, გააგრძელონ სწავლის პროცესი სამედიცინო განათლების მეორე საფეხურზე - ,,ევექსი” რეზიდენტურის პროგრამაზე. გარდა განათლების მიღებისა, ეს თანამშრომლობა ბრწყინვალე შესაძლებლობაა მათი დასაქმების კუთხითაც.“ - აღნიშნავს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანი, ქეთევან ჩახნაშვილი.

ალტე უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს თავისი სტუდენტებისთვის კომფორტული, თანამედროვე, მხარდამჭერი სასწავლო გარემოს შექმნაზე. მედიცინის სკოლაში ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ევექსის 100%-იანი გრანტი და სრულად დაიფინანსონ სწავლა. ალტე უნივერსიტეტი ამაყობს უახლესი კლინიკით, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით. სიმულაციური სასწავლო ცენტრი კი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სამედიცინო პროცედურებში და განავითარონ კლინიკური უნარები კონტროლირებად გარემოში; უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს გამორჩეული, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტომატოლოგის კაბინეტი, რომელიც კონკურენტუნარიანია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ალტე უნივერსიტეტის სამედიცინო პროგრამა სრულად მოიცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლებიც ორიენტირებულია მოსახლეობის ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგიის ხელშეწყობაზე. MD პროგრამა ამზადებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიან კვალიფიციურ, სერტიფიცირებულ ექიმებს, რომლებსაც ესმით ექიმის ძირითადი ღირებულებები და აკმაყოფილებენ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნას. პროგრამა აღიარებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) და უცხოელი მედიცინის კურსდამთავრებულთა საგანმანათლებლო კომისიის (ECFMG) მიერ. ალტე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, გააგრძელონ სწავლა ან დასაქმდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ინდოეთში, სუდანში და სხვა.

ალტე უნივერსიტეტში სამედიცინო მიმართულებით სამი განსხვავებული პროგრამა ხორციელდება - სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი) და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამა (ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი). აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალიზირდნენ მედიცინის სასურველ სფეროში.

(R)

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი