ადვოკატი - იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ უფლების დარღვევას დაადგენს

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ხაზარაძის მიმართ უფლების დარღვევას დაადგენს.

აღნიშნულის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ეხებოდა განჩინებებს, რომლის მიღებაზეც მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ უარი განუცხადა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რომლითაც უარი გვეთქვა, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. აღნიშნული სარჩელი ეხებოდა ირაკლი კობახიძის მიერ მამუკა ხაზარაძის მიმართ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადების გავრცელებას, რომელიც ეხებოდა იმას, რომ თითქოსდა მამუკა ხაზარაძე დაკავებული იყო რეკეტით წინა ხელისუფლების დროს. სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო იმ მოტივით, რომ თითქოსდა დეპუტატს აღნიშნული ტიპის დავებზე იმუნიტეტი გააჩნია. გასაოცარი იყო ისიც, რომ თვითონ ამ მოსამართლეს, რომელმაც უარი გვითხრა, თვითონ ჰქონდა განსახილველად სხვა მსგავსი ტიპის საქმეები, მათ შორის უმრავლესობის დეპუტატების მიმართ. არც სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ეს არგუმენტები და საბოლოოდ, მოგვიწია საქმის სტრასბურგში გასაჩივრება. ეს მოხდა აპრილის ბოლოს და ძალიან სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება საქმის წარმოებაში მიღების თაობაზე. დანარჩენი დაველოდებით მოვლენებს. იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგი დაადგენს უფლების დარღვევას მამუკა ხაზარაძის მიმართ“,- განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, საქმე პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ გავრცელებული „არასწორ და ცილისმწამებლურ“ განცხადებას ეხება, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს „რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო”. ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის შესახებ განცხადება 10 სექტემბერს გააკეთა, როცა „ლელოს“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოითხოვა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024