გია ცაგარეიშვილი - ირაკლი შოთაძე უმაღლესი დონის პროფესიონალია და მან ეს საქმით დაამტკიცა - ღიმილის მომგვრელია, მის პროფესიონალიზმზე რომ საუბრობენ, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს ჯალათ პროკურორებად იყვნენ გადაქცეული და ადეიშვილის ხელის ბიჭები და გოგოები იყვნენ

ყველა მსჯელობს თავისი გაფუჭებულობის ხარისხიდან გამომდინარე. ადამიანმა განმარტა, რომ იგი არის მძიმედ, მკურნალობს და სწორედ ამიტომ გადადგა თანამდებობიდან. ჩემთვის ეს ეჭვს არ იწვევს და არიან ადამიანები, რომლებსაც სხვისი ცუდი უხარიათ უბრალოდ და ამითი აიწყვეს ცხოვრება, მოიწყვეს პოლიტიკური კარიერა და ამით არსებობენ სოციალურ ქსელებშიც, ქუჩაშიც და სამსახურშიც, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, როდესაც ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.

ცაგარეიშვილის თქმით, ირაკლი შოთაძე არის უმაღლესი დონის პროფესიონალი და მან ეს საქმით დაამტკიცა.

„ღიმილის მომგვრელია მის პროფესიონალიზმზე რომ საუბრობენ, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის დროს ჯალათ პროკურორებად იყვნენ გადაქცეული და ადეიშვილის ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იყვნენ. ახლა რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენიმე წუთის უკან ერთ-ერთ არხზე იყო მისი სატელეფონო ჩართვა კლინიკიდან. იგი მკურნალობს და მე მას მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო, უპირობოდ, ეს არის ახლა უპირველეს ყოვლისა მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ოჯახისთვის, მისი კოლეგებისთვის და მეგობრებისთვის მნიშვნელოვანი, დანარჩენი ყველაფერი არის წარმავალი, იმასთან შედარებით რასაც ჰქვია ადამიანის ჯანმრთელობა. ვინც ამაზე ქილიკობს, უშნო, უზნეო წიაღსვლებს აკეთებს, ის არის თვითონ უშნოც და უზნეოც, ჩემი აზრით, სულით და ხორცით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანზე, რომელსაც ახლა უჭირს ძალიან, მასზე იქილიკო, ნიშნის მოგებით ისაუბრო, აქ რაღაცა პოლიტიკური წიაღსვლები გააკეთო და დაკავდე კლავიატურის ლომობით და აბაკუნო შენი კოტიტა თითები ამ კლავიატურაზე და სული და გული გაიხარო იმითი, რომ თურმე გენერალური პროკურორი ახლა ავად არის და გადადგა თანამდებობიდან. ამის იქით უკვე აღარაფერი აღარ არის“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია