საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა საჯარო ლექცია - “ეკონომიკური დანაშაული”, გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საჯარო ლექციას დაესწრნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

საჯარო ლექციის - „ეკონომიკური დანაშაული“, ფარგლებში პროფესორმა ვილჰემ ჰაუზერმა, გერმანიის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით, საინვესტიციო თაღლითობის, ფინანსური, გაკოტრების, გაანგარიშებაში დანაშაულის არსებობის, კონკურენციის, შრომითი და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ქეისები განიხილა.

„ორგანიზებული დანაშაული კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში ფორმაა. ორგანიზებულ დანაშაულს გააჩნია სხვადასხვა გამოვლინება, როგორიცაა, ეკონომიკური დანაშაული, ადამიანის ან ქონების გატაცება მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ნარკოტიკებით, ცეცხლსასროლი იარაღით, ფეთქებადი ნივთიერებებითა და ანტიკვარული ნივთებით უკანონო ვაჭრობა, კონტრაბანდა, თაღლითობა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩართულია კორუფციასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში. ორგანიზებული დანაშაულის განვითარებას ხელს უწყობს საზოგადოების არასათანადო ინფორმირებულობა. საზოგადოების ყველაზე დაუცვლი ნაწილი მოზარდები და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ადვილად შეიძლება მოექცნენ კრიმინალური სამყაროს გავლენის ქვეშ. საჯარო ლექციის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ეკონომიკური დანაშაულის შემადგენლობას, ვეცდებით მაგალითების გამოყენებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ როგორ შეიძლება დავიცვათ საზოგადოება”, - განაცხადა ვილჰემ ჰაუზერმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან: ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სენატორი მიხაელ ჰარცი, პროფესორები ვილჰელმ ჰაუზერი და შტეფან ჰუტერი, პანონიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბიეტა ფეჰერვოლგუი და პროფესორი ვიქტორია ცუპონი.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია