საქართველოში მარკეტინგული ღონისძიება - COPY BREAK გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, 24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში, ღონისძიება Copy Break –„ქოფირაითინგული“ შესვენება გაიმართება.

ვინაიდან, „ქოფირაითინგი“ ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა. პროექტის მიზანია, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და პიარის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიებსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შექმნის, ვებსაიტების აგების, ციფრული სამყაროს ჩამოყალიბების პროცესში.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან ბრენდინგისა და კომუნიკაციების წამყვანი სპეციალისტები – თორნიკე გურული, გიორგი კალატოზიშვილი; ,,გორგიას’’ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - გიორგი თურქაძე; ,,ინნ ჰოსფითალითის’’ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი - იოსებ ბესტაევი; „ტენეს“ დამფუძნებელი - სანდრო ლილუაშვილი; კრეატიული სააგენტოების – McCann Tbilisi, Hans & Gruber – „ქოფირაითერები“ და კრეატიული დირექტორები.

ღონისძიების ფარგლებში, ისინი წარადგენენ პრეზენტაციებს, ისაუბრებენ "ქოფირაითინგის" სხვადასხვა მიმართულებაზე და განიხილავენ თავიანთ წარმატებულ კამპანიებსაც.

პროექტის მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ,,მეამა’’, ,,ტენე’’, ,,სუპრემო’’, ,,ინნ ჰოსფითალითი’’, „ალტა“, „ვიტამინ ფაუერი“.

დასწრება თავისუფალია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს