ევროპარლამენტარი - ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა - ჩვენ განვიხილეთ ევროპული ღირებულებები და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემები.

ძალიან სასიამოვნო იყო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საქართველოს ხელისუფლებას კი მოვუწოდებ, რომ დაიცვათ საკუთარი კანონები და არა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ, - ამის შესახებ ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრის დროს განიხილეს, „ევროპული ღირებულებები და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემები“.

„ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ ევროპული ღირებულებები და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემები. რაც დავინახე, არის ის, რომ საქართველოს მთავრობას უჭირს ქართული კანონების დაცვა. ქართული კანონი არ ამბობს, რომ პოლიციას შეუძლია დემონსტრანტების ცემა. ქართული კანონი არ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა. სწორედ, ეს არის, რაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს. თუ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ევროპა საუკეთესო არჩევანია. უნდა დაიცვათ საკუთარი კანონები და არა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ“, - განაცხადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს