„პეისერა ბანკი საქართველო“ საბანკო ასოციაციის წევრი გახდა

ღია ბანკინგის განვითარებით „პეისერა ბანკი საქართველო“ ქართულ საბანკო ბაზარზე ახალ გამოცდილებას ნერგავს. აღნიშნულის შესახებ „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ღია ბანკინგში ჩართვა კომერციულ ბანკებს საბანკო ასოციაციის დახმარებით შეუძლიათ.

„საბანკო ასოციაცია არის გაერთიანება, რომელიც კომერციული ბანკების სახელით საუბრობს რეგულატორთან, ასევე, განიხილავს ყველა იმ საჭირ-ბოროტო საკითხს, რომელიც დღეს საქართველოს საბანკო სექტორშია დაგროვებული. გარდა ამისა, დღეს საბანკო ასოციაცია ახალი ტექნოლოგიის განვითარებაში მხარდაჭერას გვთავაზობს. ეს გახლავთ ღია ბანკინგის მიმართულება. საბანკო ასოციაციაში შექმნილია ღია ბანკინგის მიმართულება, რომლის მეშვეობითაც, კომერციულ ბანკს შეუძლია მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გააკეთოს იმპლემენტაცია და აიღოს სერტიფიკატი, რომელიც მას ღია ბანკინგის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. აღნიშნული მიმართულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ნაწილში „პეისერა ბანკი საქართველო“ დიდ ცოდნას შემოიტანს ქართულ ბაზარზე, რადგან ჯგუფის დონეზე ჩვენ ამას უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში ვაკეთებთ“, - აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ