ნინო ლომჯარია - დღევანდელი მარშის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შს სამინისტროს საკუთარი თავი

დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი, - ამის შესახებ განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიმავალ „თავისუფლების მარშს“ შეუერთდა.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, „თავისუფლების მარშის“ მონაწილეები იმ სამართალდამცავების დასჯას ითხოვენ, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე დანაშაულები ჩაიდინა.

„საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მშვიდობიანი მანიფესტანტები სცემეს. მათ შორის დაკავების შემდგომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მათ სასტიკად. ადამიანებს დახვდნენ სადარბაზოებთან და სცემეს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაურეკეს, დაემუქრნენ. 200-მდე მოქალაქეა დაჯარიმებული უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პასუხისმგებელი პირები და არც შემსრულებლები. დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი. მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა ნინო ლომჯარია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია