ანა ნაცვლიშვილი - ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში

ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ ვიდრე ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, „ხელისუფლებები წარმავალია, ხოლო ქვეყანა მუდმივია!“

„დღეს აქ, პირველ რიგში, მოვედით იმიტომ, რომ სოლიდარობა დავაფიქსიროთ იმ თანამოქალაქეების მიმართ, რომლებიც რუსული უკანონობის მსხვერპლი გახდნენ. ამ უსამართლობას უკვეთავს რუსი ოლიგარქი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საუბედუროდ, ახორციელებენ. სამართალდამცველებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ხალხის მხარეს გადმოვიდნენ. ამ ხალხს საქართველოს მსახურებისთვის აქვს ფიცი დადებული. ხალხი, რომელიც უკანონო ბრძანებას გასცემს და ასრულებს, პასუხს აგებს, ამიტომ სანამ ძალიან გვიან არ არის, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გადმოდით საქართველოს სამსახურში! ხელისუფლებები წარმავალია, ხოლო ქვეყანა მუდმივია!”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს