გურამ გურამიშვილი -  ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფნის საშუალებით ჩინეთიდან ორგანიზებული ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება

შუა დერეფნის ისტორიაში პირველად ჩინეთიდან ორგანიზებული საცდელი ავტოგადაზიდვა საქართველოში განხორციელდება, რაც ქმნის შესაძლებლობას, ახლა უკვე ავტოგზავნილებით ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში ჩვენი ქვეყნის გავლით შევიდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე გადაზიდვის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ ურუმჩიში დატვირთული ავტომობილები ყაზახეთის, კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლის შემდგომ საქართველოში 26 მაისს შემოვლენ.

„ისტორიული ფაქტია, რომ შუა დერეფანი პირველად იქნა ორგანიზებულად გამოყენებული საქართველოს დანიშნულებით ტვირთის იმპორტისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთიდან ევროპაში საზღვაო გზით ტვირთის გადაზიდვას ესაჭიროება 52 დღე, მაშინ, როცა შუა დერეფნის გავლით საქართველოს პორტებამდე საკონტეინერო გზავნილის გადაზიდვა 12 დღეშია შესაძლებელი. ანალოგიურად 12 დღე მოუნდება ავტოგზავნილს ამ დერეფნის გამოყენებით”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომლის კომენტარსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს