ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენია და საინტერესო არ არის

უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენია და საინტერესო არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინელებმა თავიანთი კონსტიტუცია იციან, კანონმდებლობა იციან. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოსაწყენია და საინტერესო არ არის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებები არ აწუხებს, რადგან ყველა ადეკვატური ადამიანი, ვინც კითხვა იცის, კანონს წაიკითხავს და დასკვნასაც გამოიტანს.

ცნობისთვის, გუშინ, ვლადიმერ პუტინმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია