„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და ხორუმი იცეკვეს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებმა, რომლებიც პარლამენტის წინ არიან შეკრებილები, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მათ ერთგვარი პერფორმანსიც მოაწყვეს. კერძოდ, ჰიმნის შესრულებისას ფერადი სანათები აანთეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „საქართველო“, „ჩვენი მომავალი ევროპაშია“, „საქართველო ჩვენია“.

ასევე, პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად გააკეთეს წრე, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.

მათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ხორუმიც იცეკვეს.

"სხვა გეგმები გვქონდა, გვინდოდა გმირთა მოედანზე მივსულიყავით და პერფორმანსი იქ მოგვეწყო. გამომდინარე იქიდან, რომ ვეტოს ძალიან დიდი ალბათობით დაძლევენ და ამის შემდეგ სრულიად სხვა საქართველოში ვიღვიძებთ, სრულიად შავი ეპოქა დგება საქართველოს ისტორიაში და ყველაზე მძიმედ ვიგრძნობთ, თუ როგორ გვეცილებიან საქართველოს და ჩვენც ინდივიდუალურ პირად თავისუფლებაში. შესაბამისად, ეს ფერადი განათებაც მზადებაა იმ ბნელი მომავლისთვის, რომელიც ამ ხელისუფლების დამსახურებით გველის. არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავნებდეთ, შევშინდეთ ან რაიმე წინაღობებს შევუშინდეთ. თამასაზე საქართველოს თავისუფლებაა, მაშასადამე, ჩვენი ყველას თავისუფლება. არ გვეპატიება დანებება და ამის შეხსენება გვსურდა ხალხისთვის. დღეს ამ პერფორმანსს დავასრულებთ და დავიწყებთ მზადებას უფრო აქტიურად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ცეცხლაძემ.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით, მსვლელობა ხვალაც გაიმართება.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა კვლავ არის "არა რუსულ კანონს და არა რუსულ რეჟიმს!" ხვალ მსვლელობა იქნება ფილარმონიიდან ვაკის პარკამდე. ეს იქნება სიმბოლური მსვლელობა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ძალიან, ძალიან ბევრი ვიყოთ. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და მტკიცე. ეს პროტესტი გრძელდება", - აღნიშნა აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა ლადო მაჭავარიანმა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ განთავსებულ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალს საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით წრე შემოარტყეს. მათ ერთგვარი ფიცი დადეს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ.

"ვფიცავ, ვფიცავ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია