თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს“. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან სწორედ მდიდარი ისტორია, კულტურა, ხასიათი და ღირსება ქმნის საქართველოს ერთობის, განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს.

მათი ინფორმაციით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თელავში ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა წარმოადგინა.

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა – ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, რომლებმაც თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

თელავის ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე, საინფორმაციო სივრცეებთან ერთად, დახვდათ:

ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

სამხედრო ტექნიკის გამოფენა

საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“

კვებისა და ტკბილეულის სივრცე

პეტრე ოცხელის „მფრინავის“ გიგანტური თოჯინა

ანიმატორები და ზღაპრის გმირები

მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა

გარდა ამისა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით-გასართობ აქტივობებში და კონკურსებში.

შემეცნებით ზონაში განთავსებული იყო – თემატური ინსტალაციები და პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გამოფენები.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიულმა კოლეჯებმა – „იკაროსი“, „მერმისი“, „პრესტიჟი“, „აისი“– წარმოადგინეს სტუდენტების ნამუშევრები, გამართეს პროგრამების პრეზენტაციები და მასტერკლასები. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოესინჯა ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: კულინარი, მემინანქრე, თექის ოსტატი და სხვა“,-აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია