პაატა მანჯგალაძე - ერთი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან - ვინმე დაგრჩათ პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში?!

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, პაატა მანჯგალაძეს მიმართა რეპლიკით - “როგორ იყო პრეზიდენტია და მზექალა არისო?“, რასაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასე უპასუხა: „როცა თქვენთან ერთად იყო კი, მზექალა იყო“.

პაატა მანგალაძე უმრავლესობის დეპუტატის რეპლიკამდე სვამდა კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა პრეზიდენტთან რაიმე სახის კონსულტაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან.

„მივმართავ პრეზიდენტის წარმომადგენელს, თუ იყო რამე ტიპის კონსულტაცია უმრავლესობის მხრიდან რომელიმე მოსმენის დროს და თუ ამჟღავნებდნენ რამე სურვილს კონსულტაციის? იმიტომ რომ ისე გამოდის, თითქოს ესენი მონდომებული იყვნენ დიდი ცვლილებებისთვის ამ კანონში... რა შუაშია კაცო, პრეზიდენტია და მზექალა? როცა თქვენთან ერთად იყო კი, მზექალა იყო. თქვენთან როცა იყო ეგრე იყო კი, ნამდვილად,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე ხელის ჩამომრთმევი არ დარჩა.

„ერთი კითხვა მაქვს უმრავლესობასთან - ვინმე დაგრჩათ პარტნიორი, ვინც ხელს ჩამოგართმევთ უცხოეთში?!“ - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია