გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს

ვიმედოვნებ, იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსიას მიიღებენ, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება გამოვიდეს დღევანდელ შეხვედრაზე, არის ის, რომ იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას“, - აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, რას ნიშნავს ეს, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა:

„იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობით და ეს პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის“, - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს, მან უპასუხა:

“პოლიტიკურად კი, ეს პოლიტიკური კონცეფციაა. ასე რომ შეიძლება შეჩერდეს”, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს