დაჩი ბერაია გიორგი მსხილაძეს - ამბობთ, რომ კანონი არ  მოგწონთ - მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ თუ რითი ხართ უკმაყოფილო?

ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ. მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ ამ კანონში თუ რა არ მოგწონთ? - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უარს ამბობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნების მუხლობრივ განხილვაზე.

„თქვენ ამბობთ, რომ კანონი არ მოგწონთ. მაინტერესებს, შრიფტის ზომა არ მოგწონთ ამ კანონში თუ რა არ მოგწონთ? მუხლობრივ განხილვაზე უარს ამბობთ, შრიფტის ზომით ხართ უკმაყოფილო თუ რით? იქნებ აგვიხსნათ?“- მიმართა დაჩი ბერაიამ გიორგი მსხილაძეს.

დეპუტატს სხდომაზევე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და აღნიშნა, რომ ეს კანონი მთლიანად არის გასაუქმებელი.

„ეს კანონი არის რუსული და არის რუსული კანონის ანალოგი. მინდა ქრონოლოგიურად მოგიყვეთ, როგორ ვითარდებოდა რუსეთში მოვლენები 2012, 2017, 2019 და 2020 წლებში. როგორ იცვლებოდა აღნიშნული ტიპის კანონი. მუხლობრივ განხილვაში შემოსვლას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ მთლიანად კანონი არის გასაუქმებელი და მიუღებელი!“- განაცხადა მსხილაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს