გიორგი მსხილაძე - კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი - ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, ახლა, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს!

კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი - ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, აწი, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს! - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იურიდიული კომიტეტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებისთვის მხარის არ დაჭერას.

როგორ მსხილაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს.

„დღეს იურიდიულ კომიტეტზე მიმდინარეობდა პრეზიდენტის ვეტოს მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი შედგებოდა 10 მუხლისგან, მე-11 დაამატა პრეზიდენტმა, რომ აღნიშნული კანონი 1-ელიდან მე-11 მუხლის ჩათვლით უნდა გაუქმდეს, იმიტომ, რომ აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. ამას ამბობს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ამას ამბობს როგორც ვენეციის კომისია, ისე ეუთო-ოდირი და ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ [კანონი] ქვეყნისთვის შემაფერხებელია ევროინტეგრაციის გზაზე. ამ არგუმენტების მოსმენა არ სურდათ, არ იყო საკმარისი იურიდიული კომიტეტისთვის, უნდოდათ ჩვენი მუხლობრივ, შინაარსობრივ ნაწილში შესვლა, კანონზე რომ გვესაუბრა. კანონი მთლიანად, პირველიდან მე-10 მუხლის ჩათვლით არის გასაუქმებელი. სწორედ ამიტომ დაამატა პრეზიდენტმა მე-11 მუხლი, რომ აღნიშნულმა კანონმა იმუშაოს მხოლოდ 1 დღე. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე მიღების წესია ჩვენთვის მიუღებელი.

კიდევ გავიმეორებ, ეუთო/- ოდირის დასკვნა, ვენეციის კომისიის დასკვნა, პირდაპირ მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონი უნდა გაუქმდეს! ამას ამბობს პრეზიდენტის ვეტოც, რომ აღნიშნული კანონი მიუღებელია, ხელის შემშლელია ევროინტეგრაციის გზაზე და უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, ჩვენ „ოცნებას“ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ აღნიშნული კანონი გაეუქმებინა, აწი, რაც მოხდება დააბრალონ საკუთარ თავს!

ყველაზე სამწუხაროა ის, რომ აღნიშნული კანონის მიღებით და აღნიშნული პროცესით ზიანდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენს სახელმწიფოებრიობას ექმნება საფრთხე, ეს ძალიან დიდი საფრთხის წინ აყენებს ჩვენს ქვეყანას. აქ არის ქვეყანაზე საუბარი, თორემ პიროვნებები ვის აინტერესებს, ვის რა სანქციას დაადებენ და ვის რა თანხას ან ქონებას ჩამოართმევენ. აქ არის ერთადერთი, რომ ქვეყანას ექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მსხილაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია