მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორ კაილა ლაზერსონს შეხვდა.

„მხარეებმა, ჯანდაცვის სექტორში, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე, ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

ჯანდაცვის მინისტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე, სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგეს შეხვდება“,-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია