BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა ინტენსიური პრე-აქსელერაციის პროგრამა განახორციელა. პროგრამაში მონაწილე გუნდებიდან სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა.

გამარჯვებულებისთვის დაწესებული საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენდა.

10 000 ლარიანი ჯილდო BTU-ს სტუდენტებისგან შემდგარ გუნდს Speak-ს გადაეცა - AI ხელსაწყო მეტყველება და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომელიც საკომუნიკაციო ბარიერს ჟესტური ენის გახმოვანებისა და ზეპირმეტყველების ეკრანზე ტექსტური სახით ასახვის გზით მოუხსნის.

მეორე ადგილი კი სტარტაპმა Virtual Story-მ დაიკავა, რომლის ციფრული და ინტერაქციული წიგნები გემიფიკაციის ელემენტების საშუალებით ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის შემეცნების პროცესს უფრო ეფექტურს და მიმზიდველს ხდის. მეორე ადგილზე გასულ გუნდს ჯილდოს სახით 5000 ლარი გადაეცათ.

პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას უწევდნენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები. პროექტი 2024 წლის მარტში დაიწყო და 3 თვეს გრძელდებოდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა დაფარეს ისეთი თემები, როგორიცაა ბაზრის ანალიზი, ბაზარზე გასვლა/გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ-ტრენინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.

პრე-აქსელერაციის პროგრამა შემუშავებულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, MIT-სთან პარტნიორობით. ხოლო მთავარი პარტნიორი და სპონსორია "თიბისის" პროგრამა "სტარტაპერი". პროგრამის კიდევ ერთი სპონსორია კომპანია "Tether" (Tether Operations Limited).

(R)

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის