არმაზ ახვლედიანი უმრავლესობას - ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა

ვეტოს გადალახვით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კენჭისყრამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ მმართველმა გუნდმა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოს.

„33 წლის წინ, დღის დაახლოებით ეს მონაკვეთი იყო, როდესაც მაშინდელმა საკანონმდებლო ორგანომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს დაუჭირა მხარი. ვერავინ დაიჯერებდა და წარმოიდგენდა, მაშინ, 33 წლის წინ, როდესაც 9 აპრილის იარები ასეთი ღია იყო, რომ 33 წლის თავზე, საქართველოს პარლამენტი ამ შემადგენლობით დამოუკიდებლობის უმთავრეს ბოძებს შეარყევდა და ძირს გამოუთხრიდა ამ ანტიეროვნული კანონის მიღებით. დღეს ვეტოს გადალახვით, თქვენ მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საბოლოოდ დაბლოკვა ხდება და ასევე, საქართველოს ეროვნული მისწრაფებების, იყოს დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ განბლოკვის დღე ახლოსაა, იმიტომ, რომ ის ხალხი, ვინც იკრიბება დღეს ბათუმში, ქუთაისსა ადა თბილისში, მრავალ სხვა ქალაქსა და სივრცეში, უანგაროდ, მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით, მხოლოდ წინაპართა დანაბარების შესასრულებლად იკრიბება და სხვა ამოცანა ჩვენ არ გაგვაჩნია. უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ განბლოკვის დღე, დაპაუზებული, დაბლოკილი დემოკრატიზაციის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, გითხარით, რომ მალეა და ამ "მალეს" ის მათქმევინებს, რომ სწორედ ახლა შექმნილია ყველაზე უკეთესი გეგმა, გამოსავალი, გზა. მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ის, რაც შესთავაზა ქართველ ხალხს, ოპოზიციას, იმ პრეზიდენტმა, ვისაც თქვენმა პრემიერმა მოღალატე უწოდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმის კეთილსინდისიერად შესრულება, მტკიცე ნაბიჯებით ამ გზით სვლა, მოიყვანს ნანატრ წარმატებას საქართველოსთვის, როცა გამარჯვებული ჩვენ და დამარცხებული თქვენ კი არ იქნებით, გამარჯვებული იქნება საქართველო, მისი ევროპული აწმყოთი და მომავლით. ამიტომაც, როგორ არ გითხრათ, რომ ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, სწორედ ამ დარბაზში სხვადასხვა უმრავლესობის დროს, სხვადასხვა დროს, როცა უმრავლესობა შემცდარა, არასწორად უმოქმედია და განუსჯია, ყოველთვის გამოჩენილა ჯგუფი, თუნდაც მცირე ადამიანებისა, რომელიც იმ უმრავლესობას განუდგებოდა. რამდენიმე საათი დარჩა კენჭისყრამდე, ამიტომაც ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა, რომ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთოთ. არათუ მერიდება რომ ვთქვა, რომ საქართველოს მეგობარი აშშ-ია, ევროპის კავშირია, არამედ ვამაყობ ამ მეგობრობით და მიმაჩნია, რომ ამ განბლოკვით, რომელსაც ქართველი ხალხი ოპოზიციის სწორი პოზიციონირებით შეძლებს ოქტომბერში, ჩვენ საბოლოოდ დავიბრუნებთ ამ მეგობრებს და შევძლებთ საქართველოს ურყევად დაყენებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის