პარლამენტთან მომიტინგეებმა პერფორმანსი გამართეს

საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, მომიტინგეებმა პერფორმანსი გამართეს.

კერძოდ, მოქალაქეებმა დიდი ზომის პლაკატი გაშალეს, სადაც აქციის ერთ-ერთი მონაწილის ფოტო იყო გამოსახული, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.

როგორც პერფორმანსის ორგანიზატორებმა განმარტეს, აღნიშნული ფოტოსურათი რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და პროტესტის მონაწილეების სახეს გამოხატავს.

ასევე, აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, სადაც მოქალაქეებს პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობის პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა აქვთ. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. ისმოდა შეძახილები: “ არა რუსულ კანონს”, “სად მივდივართ? - ევროპაში”.

მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან იკრიბებოდნენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს