მარკეტა გრეგოროვა - ხალხს ურტყამს პოლიცია ხელისუფლების თანხმობით და ეს კიდევ უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს - თუ ადამიანებს არ აქვთ უფლება გააპროტესტონ პოლიციის მხრიდან ძალადობა, ისინი აღარ ცხოვრობენ დემოკრატიაში

მე ბევრი მიმართვა მქონდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მე არ მინდა მათ რაიმე სახის შეტყობინება მივცე. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ „პალიტრანიუსსა" და „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი საოცარია და ევროკავშირი მუდამ მათ გვერდით იდგება მთავრობის მიუხედავად.

„მე ბევრი ასეთი მიმართვა მქონია, თუმცა მათ არ მოუსმინეს და ბევრ საზიზღარ სახელს მეძახიან. ასე რომ, მე არ მინდა მათ რაიმე სახის შეტყობინება მივცე. მათ იციან, რა უნდა გააკეთონ. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ. ევროკავშირი მუდამ თქვენს გვერდით იქნება, თქვენი მთავრობის მიუხედავად“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტარი ევროპელი პარტნიორების მისამართით "ქართული ოცნების" ბრალდებებს, ასევე, საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებსაც გამოეხმაურა.

“ურთიერთობა მუდმივად უარესდება. მე ვნახე რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის ძალიან საზიზღარი ბრალდება და ახლა ის გადაიზარდა ბრალდებამდე, რომ კომისარი ოლივერ ვარჰელი ემუქრებოდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის აცხადებდა, რომ ფიცოს მსგავსად დაასრულებდა. ეს არ არის ის, რაც მან თქვა. მოქალაქეების პოლარიზაციამ და რადიკალიზაციამ შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს და ეს არის ის, რაც ამჟამად ხდება საქართველოში. ხალხი ქუჩაშია, ხალხს ურტყამს პოლიცია ხელისუფლების თანხმობით და ეს კიდევ უფრო მეტ ძალადობას გამოიწვევს. ქართველი ხალხი საოცარია. ისინი არ იყენებენ არანაირ ძალადობას, თუმცა მათ მიმართ ძალადობა ხდება. მაგრამ მაინც, შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ვინმე ძალიან რადიკალიზდება და ვფიქრობ, რომ ამის პრევენცია საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რადგან ძალადობა არაფერს წყვეტს. მე პირადად მყავს მეგობრები, რომლებსაც არაფრის კეთების გამო სცემეს, უბრალოდ აქციაზე ყოფნის გამო. თუ მათ არ აქვთ უფლება გააპროტესტონ პოლიციის მხრიდან ძალადობა, ისინი აღარ ცხოვრობენ დემოკრატიაში”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

იხილეთ ინტერვიუ სრულად:

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი