პრემიერი - ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია - ეს გეგმა ჩავარდა

წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წინასწარი 4-თვიანი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 8 %-ზე მეტი.

„რაც შეეხება წინასწარ 4-თვიან მონაცემებს, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი - საშუალო ზრდა გვაქვს 8 %-ზე მეტი, იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა. ჯერ არ გვაქვს მაისის მონაცემები, თუმცა წინასწარი მონაცემები, რაც არის, მათ შორის საგადასახადო და ა.შ. გვაქვს აქაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა.

ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ წინასწარვეა განწირული წარუმატებლობისთვის. ლოგიკური დასკვნა შეიკრა, იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს. ვინც ამას გეგმავდა ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა", - განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში