ისრაელის ელჩი - გამიკვირდა, რომ ირანში, დაკრძალვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ - ეს გასაკვირი იყო

გამიკვირდა, რომ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში.

როგორც „ჰამასის“ მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს „ჰამასი“ იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის "ყასაბი თეირანიდან". ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ ვინ დაესწრო მას, ვნახეთ „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს გასაკვირი იყო", - განაცხადა ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, ისრაელის ელჩი მიიჩნევს, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი პოზიცია არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს. მისი თქმით, ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე გავლენის მოხდენის საუკეთესო გზა სწორედ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემაა.

„ვფიქრობ, ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ გავლენა მოახდინოთ თქვენს ქვეყანაზე, თქვენს სახელმწიფოზე, აწმყოსა და მომავალზე, არჩევნებზე ხმის მიცემა ამის გაკეთების ყველაზე კარგი საშუალება. საბოლოო ჯამში, არჩევნები არ არის ერთადერთი რამ, რასაც დემოკრატიული ქვეყანა გულისხმობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდწილად, რაც ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნად გვაქცევს, ეს არის არჩევნები, დღე, როდესაც ხალხის ნება ძალიან მკაფიოდ უნდა აისახოს. ვფიქრობ, ჩემი რჩევაა, ხალხმა ხმა მისცეს. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, მიეცით ხმა. ან თუ გინდა, რომ რაღაც ისე დარჩეს როგორც არის, მიეცით ხმა,“ - განაცხადა მან.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა