პარლამენტი, დაჩქარებული წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომელიც მთავრობამ მოამზადა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

ბაჩიაშვილის თქმით, ცვლილებები კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირების საქმიანობას მოაწესრიგებს და მათ დამატებით ვალდებულებებს გაუჩენს, რათა როგორც ფულის გათეთრების, ასევე ტერორიზმის დაფინანსების რისკები მაქსიმალურად შემცირდეს.

შემუშავდება ე.წ. საეჭვო გარიგების კრიტერიუმები.

„ამ კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება კონკრეტული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება, თუ დარწმუნდა, რომ ეჭვი საფუძვლიანია და აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების გადამცემი გარიგება გამოყენებულია ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის, მოითხოვოს გარიგების შეჩერება და შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნა საგამოძიებო ორგანოში.

თუ ამ ვადაში არ იქნება გამოყენებული შესაბამისი მოთხოვნა ან არ დადასტურდება ის ეჭვი, რომელიც მარეგისტრირებელ პირს წარმოეშვება, ამ შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება გაგრძელდება ჩვეულებრივ“, - განმარტა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს