ენტონი ბლინკენი მაია სანდუს - მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს

მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოლდოვაში პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ბლინკენის თქმით, აშშ ხედავს მყარ პოზიციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი მოლდოველი ხალხის მხრიდან.

“დასაწყისში ის უნდა ვთქვა, თუ რამდენად მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისთვის და ამას ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვხედავ - დაფასებას ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ გამომწვევებით სავსე დროს, გამოწვევებით სავსე პირობებში, რათა მოლდოვას გაუძღვეთ წინ. ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცოცხალი, ინკლუზიური ქვეყანა, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული ევროპაში, დასავლეთში, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს და სადაც მოლდოველები თავად განსაზღვრავენ საკუთარ მომავალს. და მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე, იმ მიმართულებით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - გააძლიერეთ ენერგეტიკის სექტორი, ებრძვით კორუფციას, დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. დღეს აქ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს. მალე საელჩოს ახალ კომპლექსზე დავასრულებთ მოლაპარაკებებს - ეს სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც ასახავს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და გაღმავებისთვისა და წინსვლისთვის საფუძველს გვაძლევს. რაც განსაკუთრებით ძლიერია აქ - არის დემოკრატიისადმი ღრმა ერთგულება, და ის, რომ მოლდოველები თავად წყვეტენ საკუთარ მომავალს. და ეს რუსეთის მხრიდან ჩაგვრის, ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობების, კორუფციის იარაღად გამოყენების, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ფონზე. ამის მიუხედავად, ჩვენ განსაკუთრებულ სიმყარეს ვხედავთ მოლდოვის ხელმძღვანელობის მხრიდან და, განსაკუთრებით, მისი ხალხისგან”, - განაცხადა ბლინკენმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს