აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს

აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სახელმწიფო მდივანმა აღნოსავლეთ ევროპაში ვიზიტები მოლდოვით დაიწყო, სადაც პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს 85 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად და 50 აშშ დოლარს - ენერგეტიკული და საფერმო ინდუსტრიების კაპიტალური რემონტისთვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის.

"ეს, სანაცვლოდ, რუსული ჩარევისადმი მოლდოველების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გააძლიერებს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, გააგრძელონ ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლა, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნან. კიდევ ერთი სხვა საკითხი, რომელიც ასე მნიშვნევლოვანია, არის დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰუბრიდული ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი იყენებს - და ამაზე ვმუშაობთ”, - განაცხადა ბლინკენმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს