ნინო ლაცაბიძე - რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებული და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან

რუსთავის მერიის პროექტ „ახალი სიმწვანის“ ფარგლებში, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებისა და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, გამწვანების აქცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ეკო აქციის ფარგლებში, „ახალ სიმწვანეში“ ჩართულმა რუსთაველმა ახალგაზრდებმა, ,,რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად, 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დარგეს.

პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.

„თითოეულმა რუსთაველმა კარგად იცის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის გამწვანებაში, ყველამ ერთად, რომ მივიღოთ მონაწილეობა. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა პროექტი „ახალი სიმწვანე“, რომელშიც ახალგაზრდების ჩართულობა უზრუნველყავით. რუსთაველი ახალგაზრდები დღეს ანაზღაურებადი სამუშაოთი არიან დაკავებული და ჩვენი ქალაქის ახალ სიმწვანეს ქმნიან. პროექტის მესამე ეტაპი უკვე სრულდება და მიხარია, რომ მათი დაინტერესება კიდევ უფრო გაზრდილია. რუსთავის მერიის გუნდი, რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ პროექტს. უახლოეს მომავალში დაიდება ღია აპლიკაცია, თითოეულ რუსთაველ ახალგაზრდას შეეძლება დარეგისტრირდეს და შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი ქალაქის ეკოლოგიის გაუმჯობესებაში“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

„ახალი სიმწვანით“ რუსთავის მერია ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა და ახალგაზრდების დასაქმების ახალი ეკო პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტში, 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებითა და მათზე მორგებული გრაფიკით იწყებენ მუშაობას.

პროექტი - „ახალი სიმწვანე“, რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების და ქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესებაში მათი ჩართვის მიზნით, ქალაქის მერიის ორი სამსახურის - „სახელოვნებო სპორტის და ახალგაზრდული ცენტრისა“ და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებით ხორციელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია