შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 მაისს, ქალაქ სტამბოლში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.

მათივე ცნობით, ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 285-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.

„შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფელის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და დამატებითი ადამიანების იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, დღემდე 1860 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს