ირაკლი ქარქაშაძე - საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები ორ ქვეყანას შორის ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას ხელს შეუწყობს

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.

„მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიასთან ჩვენი შეხვედრიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ China Southern-ი თბილისიდან ფრენის სიხშირეებს ზრდის და ამას რა თქმა უნდა ხელი, ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ შეუწყო. ყოველდღიური ფრენები და უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდაში. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდან და პირველ რიგში, ერთმანეთთან დედაქალაქები დავაკავშიროთ“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, China southern airlines-მა იანვარ-აპრილის პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 45 რეისი შეასრულა და 10,087 მგზავრს მოემსახურა.

„2023 წლის 11 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. 2024 წლის 28 მაისიდან კი ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ღამით თბილისიდან ურუმჩიში ავიაკომპანია China Southern-მა პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია