სამოქალაქო საზოგადოებამ პანელური დისკუსია  სახელწოდებით "საუბარი ევროპაზე- EuroTalk" გამართა

საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით პანელური დისკუსია სახელწოდებით „საუბარი ევროპაზე- EuroTalk“ გაიმართა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დისკუსიას ქეთევან სიჭინავა, ნინი შენგელია და თამუნა გამყრელიძე ხელმძღვანელობდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიების მიზანი იყო დისკუსიის გამართვა საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ჭრილში, რამაც ევროკავშირის და დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო კრიტიკა გამოიწვია.

დისკუსია გაიმართა შემდეგ თემებზე:

1.განათლების სფეროს წინაშეა რსებული გამოწვევები

2.საზოგადოება და ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა

3.პოლიტიკური კრიზისი და გამოსავლისძიება.

პანელური დისკუსიის სპიკერები იყვნენ ექსპერტები და საზოგადოების სხვა წევრები - ლიკა ღლონტი; ნანა დიხამინჯია; ქეთი ცოტნიაშვილი; ელენე ჯიბლაძე ; ლევან ღამბაშიძე; ნათია კუპრაშვილი; მარი ნაკანი; ტატო ახალკაციშვილი; თათია კეკელია; გიორგი ქადაგიძე; ბაკურ კვაშილავა; სიკო ჯანაშია; ნუცა ბათიაშვილი და მაია ბიჭიკაშვილი.

„საუბარი ევროპაზე -EuroTalk" ფორმატმა შექმნა პლატფორმა აქტიური მოქალაქეებისთვის, პროფესიონალებისთვის, ახალგაზრდებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც თვლის, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება საფრთხის წინაშე დადგა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" მიღების შედეგად.

დისკუსიის მონაწილეების აზრით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია დეზინფორმაცია, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება ჩვენს საზოგადოებაში და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კანონის მიღება გახდა საზოგადოებაში უპრეცედენტო ვნებათაღელვის და დაპირისპირების მიზეზი. ოპონენტებს შორის სადისკუსიო სივრცის არარსებობამ გააღრმავა სიძულვილი.

„კანონის მიღება მოხდა არაჯანსაღ გარემოში, რაც გამოიხატა საწინააღმდეგო აზრის სრულ მიუღებლობაში, პარტნიორების თვალსაზრისის უგულებელყოფაში. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საჭიროა საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რათა უფრო მეტმა მოქალაქემ იცოდეს, თუ როგორი ტიპის უნიკალური გაერთიანებაა ევროკავშირი, რამდენად უსაფრთხოა ის მასში შემავალი ქვეყნების იდენტობისა და ტრადიციებისთვის და განვითარების რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველოსთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „საუბრები ევროპაზე“ ორგანიზატორმა ნინი შენგელიამ განაცხადა, საჭიროა დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და ისევ მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს პარტნიორებთან აშშ-სთან და ევროკავშირთან.

"ღონისძიება ემსახურება დეზინფორმაციული ნარატივების გაქარწყლებას საზოგადოებაში, ვინაიდან ამ ბოლო დროს პროტესტების ფონზე ვხედავთ დეზინფორმაციის ძალიან დიდ ნიაღვარს, რასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ რომ ცნობიერების ამაღლება დავუპირისპიროთ.

საჭირო არის, რომ ჩვენ ისევ დავუბრუნდეთ ევროინტეგრაციის გზას და ისევ მჭიდრო ურთიერთობა ვიქონიოთ ჩვენს პარტნიორებთან: ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებთან, რომლებმაც ძალიან დიდი რესურსი დახარჯეს ჩვენი დამოუკიდებლობის, 33 წლის მანძილზე იმისთვის რომ დემოკრატია გაძლიერებულიყო“, - განაცხადა შენგელიამ.

„Euro Talk - საუბრები ევროპაზე“ ღონისძიების კიდევ ერთი ორგანიზატორის, ქეთი სიჭინავას განცხადებით, მოჭარბებულია გაურკვევლობის განცდა და მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ქვეყნისთვის რთული პერიოდია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სფეროს ადამიანი გაერთიანდეს და ერთ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, იმიტომ რომ საზოგადოებაში მოჭარბებულია გაურკვევლობის განცდა და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სფეროს წარმომადგენელმა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში.

ვფიქრობ, რომ ძალიან რთული არჩევნები გველის წინ და ყველა ადამიანის გაერთიანება და ერთ სამოქმედო გეგმაზე, ასე ვთქვათ შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და ახლა არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ რაიმე სხვა საქმით ვიყოთ დაკავებულები“, - განაცხადა ქეთი სიჭინავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო