გიგი წერეთელი - პროტესტი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია - კანონი მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რათა ამომრჩეველს დაანახონ, რომ ძალა აქვთ და არავის ეპუებიან

ეს პროტესტი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები, ახალგაზრდები უზარმაზარ საქმეს აკეთებენ მომავლისთვის,- ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმა საქველმოქმედო აქცია-კონცერტზე, რომლის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა.

მისივე თქმით, პროტესტის მხარდაჭერის ეს ფორმა ეფექტურია და კარგი.

“ვფიქრობ, ეს პროტესტი არის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები, ახალგაზრდები უზარმაზარ საქმეს აკეთებენ მომავლისთვის, განცხადებების გარდა დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია.

პროტესტის მხარდაჭერის ეს ფორმა ეფექტურია და კარგი. არავის ეგონოს, რომ ეს კონცერტი აკნინებს პროტესტის ენერგიას, პირიქით, ეს მითითებაა, რომ პროტესტი დემოკრატიულია და მშვიდობიანი”,- აღნიშნა წერეთელმა.

მისივე თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი იმიტომ მიიღო მმართველმა გუნდმა, რათა დაანახონ ამომრჩეველს, რომ ძალა აქვთ და არავის ეპუებიან.

“კანონი მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაანახონ ამომრჩეველს მათ ძალა აქვთ და არავის ეპუებიან. ადრე თუ იყო ომის გზავნილი, ახლა სუვერენიტეტი თუ გინდათ, ეს კანონი უნდა მივიღოთ, ასეთ ნონსენსამდე მოვიდნენ”, - აღნიშნა წერეთელმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა