რატი ამაღლობელი - ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში, ღიად, მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, ისინი იმალებიან - არ აქვთ სახე და სახელი, მათი სახელია "84"

იქით მხარეს უსახო ხალხი არიან, სახე არ აქვთ, ნიღბები აქვთ - სახელები არ აქვთ, მათი სახელია „84“ - ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში ღიად, მთელი მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ, - ამის შესახებ პოეტმა, რატი ამაღლობელმა რესპუბლიკის მოედანზე აქცია-კონცერტზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

ამაღლობელის თქმით, მომიტინგეებს განსაკუთრებით ახლა სჭირდებათ ერთმანეთის თანადგომა და გვერდში დგომა.

„დავინახეთ ხელოვანების, მწერლების, პოეტების, რეჟისორების საქართველო. დღეს ძალიან ბევრ მუსიკოსს, მრავალხმიან საქართველოს დავინახავთ და მოვისმენთ. მეგობრებო, იქით მხარეს უსახო ხალხი არიან, სახე არ აქვთ, ნიღბები აქვთ - სახელები არ აქვთ, მათი სახელია „84“. ჩვენს ძველ ქართულ ფრესკებზე სამოთხეს და ჯოჯოხეთს ნახავთ, სადაც სამოთხე სახელდებულად, და სადაც თითოეულ ადამიანს სახე და სახელი აქვს. ნებისმიერ ფრესკაზე, სადაც ჯოჯოხეთია წარმოდგენილი, ვერ ნახავთ სახელს და სახეს. გაუმარჯოს სახელოვან საქართველოს, ჩვენს ღია, განათებულ სახეებს, მრავალფეროვანს! და ჩვენს სახელებს - გახსნილს, გაცხადებულსა და გამჭვირვალეს - ეს არის საქართველო!

ჩვენ არ ვიმალებით, სამი თვეა ქუჩებში ღიად, მთელი მსოფლიოს დასანახად გამოვდივართ. ესენი იმალებიან, არ აქვთ სახე და სახელი. ჩვენ განსაკუთრებით ახლა გვჭირდება ერთმანეთის თანადგომა, გვერდში დგომა. ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, გვიყვარს ერთმანეთი და ამ სიყვარულით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

ცნობისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” მიმდინარეობს.

კონცერტის მიზანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარებაა, კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს