ჯონ კირბი - ველოდებით, რომ ისრაელი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს

აშშ-ის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი დათანხმდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

”ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს,” - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას ორივე მხარე რაც შეიძლება მალე დასთანხმდება.

კირბის განმარტებით, პირველ ეტაპზე, საბრძოლო მოქმედებების ექვსკვირიანი პაუზის დროს, ორივე მხარე დაჯდება და ეცდება მოლაპარაკებას, როგორი შეიძლება იყოს მეორე ეტაპი და როდის შეიძლება დაიწყოს.

ამასთან, კირბის განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ „ჰამასი“ სამხედრო თვალსაზრისით დეგრადირებულია ისე, რომ აღარ შეუძლია ისრაელზე 7 ოქტომბრის მსგავსი შეტევის გამეორება.

"ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი ჯერ კიდევ არ წარმოადგენენ საფრთხეს ისრაელის მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, წარმოადგენენ, მაგრამ არ აქვთ სამხედრო შესაძლებლობები იმისთვის, რაც გააკეთეს“, - აღნიშნა კირბიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია