მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაამარტივოს

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაამარტივოს.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო უახლოეს მომავალში კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივას წარადგენს, რომელიც ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე იოლ ხელმისაწვდომობას გამოიწვევს.

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მათთვის საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის, ჩვენ მუშაობა გვაქვს დაწყებული. პერმანენტულად ვახორციელებთ შეხვედრებს თვითონ პაციენტებთან, ან კლინიკებთან და იქ დადგინდა, რომ გარკვეული უხერხულობა არსებობს, ამ მიწოდების ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით. პაციენტებს ჯერ ნებართვის აღება უწევთ, შემდეგ ქსელში მოძებნა და უკან დაბრუნება საავადმყოფოში, საკმაოდ გართულებულია პროცედურები.

ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, რომ ამ თემაზე მუშაობა დაგვეწყო, რომ იოლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო მკურნალობის მეთოდოლოგია. ამ კუთხით გვაქვს გარკვეული იდეები და მოსაზრებები. უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული ინიციატივები. მომდევნო 1 თვის განმავლობაში დადგინდება ახალი მეთოდოლოგია ამ თვალსაზრისით, რომლის შედეგად პაციენტს ნაკლები დროისა და ფინანსების დახარჯვა დასჭირდება, რომ მისთვის სასურველი მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე შეფასებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი შეიქმნას, რომელიც ქვეყანაშივე იმავე ხარისხის სერვისს მიაწვდის, როგორი სერვისიც „ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოში“ არსებობს.

„რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიურ სამკურნალო ცენტრის შექმნას, ამ იდეასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა ეს საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხი გახლავთ. განიხილება რამდენიმე ვერსია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული მიმართულებით ჩვენი იდეა დამუშავებას მოითხოვს, რომ არავის სჭირდებოდეს ბავშვის უცხოეთში წაყვანა, ვისაც ამგვარი დიაგნოზი დაუდგინდება, საქართველოშიც ხელმისაწვდომი იყოს მკურნალობა იგივე ხარისხით, როგორც ხელმისაწვდომია ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო