რუსი დეპუტატი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე - ქართველ პარლამენტარებს უნდა მივულოცოთ, რომ შეძლეს თავიანთი პოზიციის დაცვა, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან მუქარის მიუხედავად

“უცხოური აგენტების შესახებ” კანონზე ხელმოწერით ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს დაეცვათ თავიანთი პოზიცია და გაეკეთებინათ არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, - ამის შესახებ დსთ-ს საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არტემ ტუროვმა განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რათა განვითარდეს ზუსტად ისე, როგორც ქართველ ხალხს სურს და არა ისე, როგორც ეს დასავლური ქვეყნების რიგ პოლიტიკოსებს სურს. ჩვენ ვნახეთ რეაქცია, როცა კანონი მიიღეს, რა მუქარები იყო ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, მათ შორის მუქარა სანქციების შესახებ და ეკონომიკური ზეწოლა, მაგრამ ქართველ პარლამენტარებს, ალბათ, უნდა მივულოცოთ, რომ შეძლეს ამ პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი თავიანთი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - აღნიშნა ტუროვმა.

მისი თქმით, ქართველი პარლამენტარები მოიქცნენ, როგორც პროქართველი პოლიტიკოსები და არა როგორც, პროდასავლელი პოლიტიკოსები.

„ვიცით, რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს საქართველოში, რამდენიმე ათეული ათასი, რომლებიც, პირველ რიგში, ფინანსდებიან, რა თქმა უნდა, დასავლეთიდან, სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან და, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ძალიან აქტიურად ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებასა და საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე“, - აღნიშნა ტუროვმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს