ფიქრია ჩიხრაძე - დასავლეთს საქართველოს მთავრობაზე ხელი ჩაქნეული აქვს

პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ დაეზღვია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს სააკაშვილი ბრუნდება და ეს მისი რევანშია - ქარტიაში, ამ მიმართულებით, გარკვეული დამზღვევი მექანიზმი არის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს.

როგორც ფიქრია ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, არჩევნების შემდგომ დროებითი მთავრობის შექმნაც მნიშვნელოვანი იქნება.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ სამუშაო პროცესში, ქარტიის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებზე, პასუხები დაზუსტდება.

„დარწმუნებული ვარ, სამუშაო პროცესში, ქარტიის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებზე, პასუხები დაზუსტდება. არის საკითხები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვს. მსგავსი ცვლილებები როგორ და რა ვადაში ხორციელდება, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რათა გაცემული პირობები არ დაირღვეს. ამას მთელი საგზაო რუკის შედგენა სჭირდება. პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ დაეზღვია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს სააკაშვილი ბრუნდება და ეს მისი რევანშია. ქარტიაში, ამ მიმართულებით, გარკვეული დამზღვევი მექანიზმი არის. არჩევნების შემდგომ დროებითი მთავრობის შექმნაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ხელისუფლების შეცვლის პროცესში ერთი დღეც არ უნდა დაიკარგოს, თუმცა ჯერ კიდევ კითხვები არის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გარდა ამისა, „ლელოს“ წევრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები შეასრულებენ იმას, რაც მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით თქვეს, რადგან „მათ ოჯახში არაფერი გესაქმება, თუ მათი თამაშის წესებს არ იღებ“.

„თქვენ იკითხეთ ნამდვილად შეასრულებენ თუ არა დასავლელი პარტნიორები იმ სიტყვას, რაც სანქციებთან დაკავშირებით თქვეს. დიახ, ნამდვილად შეასრულებენ, რადგან მათ ოჯახში არაფერი გესაქმება, თუ მათი თამაშის წესებს არ იღებ, ევროპულ სტანდარტზე უარს ამბობ. დასავლეთს საქართველოს მთავრობაზე ხელი ჩაქნეული აქვს, მაგრამ ერთი ძალიან კარგი რამ მოხდა - ქართველი ხალხის განწყობა და პოზიცია ძალიან კარგად ჩანს. დასავლეთს არ უთქვამს, რომ ჩვენს ქვეყანაზე ჩაიქნია ხელი. ხალხის პროტესტი უნდა იყოს სავიზიტო ბარათი საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო