რუსებმა დნიპრო დაბომბეს, დაშავებულებს შორის 2 ბავშვია

რუსულმა ძალებმა დნიპროზე სარაკეტი იერიში მიიტანეს, ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 რაკეტა ჩამოაგდეს, მაგრამ ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

სერგეი ლისაკის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან 1 თვის ჩვილი და 17 წლის მოზარდი. ასევე დაშავებულია 3 ქალი და ერთი მამაკაცი.

აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტომობილები, ჩაიმსხვრა კერძო სახლების, მაღალსართულიანი კორპუსებისა და საავადმყოფოს მინები.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს