გურამ მაჭარაშვილი - თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ - არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები მათი ფანტაზიაა და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ

თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სანქციები მათთან უკვე მივიდა, თუმცა რეალურად, ეს სანქციები არ არის.

“რით ვერ მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს ერთიანობაზე და სუვერენიტეტზეა საუბარი. როდესაც ისინი ამბობენ, რომ სანქციები ჯერ გზაში იყო და ახლა წესით ჩვენამდეა მოსული [ამას გვიმტკიცებს ოპოზიცია], თუ ისინი სიზმარში არიან, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და რეალურად ეს სანქციები არ არის. რაც შეეხება მომავალ ურთიერთობას, თავად ამერიკის მხრიდან იყო ეს შემოთავაზება, რომ ერთგვარად გადაიხედოს, რომ მომავალში გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, თანაბარი ურთიერთობების პირობებში”, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ამასთან, მაჭარაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს მათ მიიღეს "მეილი” სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ერთადერთი მესიჯი, რაც მიიღეს იყო ის, რომ ურთიერთობა მომავალში თანაბარი ურთიერთობების ფორმატში გაგრძელება.

“არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები და ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ, თუმცა მათ ეშინიათ ნაკურთხი წყლის, როგორც ჩანს და ამიტომ გაგრძელდა ეს შავი ხვრელები და სიზმრები. გაიღვიძეს და მერე "მეილები" შეამოწმეთო.

თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ, რადგან მსგავსი ჩვენ არაფერი მიგვიღია. რადგან ერთადერთი მესიჯი, რაც მივიღეთ იყო ურთიერთობა მომავალში თანაბარი ურთიერთობების ფორმატში გაგრძელება”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ მათ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოაცხადეს, ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებიათ, თუმცა მათ დაწესებაზე არ იყოყმანებენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს