პრემიერი - გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება - კანონის ძალაში შესვლით ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, არის ქართული სახელმწიფო, ვინც დამარცხდა, ქვეყნის არაკეთილმოსურნეები არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელს პერსპექტივა არ აქვს, რადგან „შეუძლებელია სამართლებრივად დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა ცუდია“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ არგუმენტებს, რომ გამჭვირვალობა ცუდია.

„პერსპექტივა ვერ ექნება ასეთ სარჩელს. შეუძლებელია, სამართლებრივად დაამტკიცო, რომ გამჭვირვალობა ცუდია. აქედან გამომდინარე, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ ბოლომდე იქნება დაცული ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. პარლამენტი სათანადოდ დაიცავს სახელმწიფოს ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს, თუ რატომ არის გამჭვირვალობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ შეუძლებელია სამართლებრივად თუ არასამართლებრივად, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობა არის ცუდი, ვერ წარმოადგენენ ვერანაირ არგუმენტს, აქედან გამომდინარე ასეთ სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება და სახელმწიფო იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.

მისივე თქმით, კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა.

„ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მით უმეტეს, არ არის პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ერთადერთი, ვინც დამარცხდა, ამ კანონის ძალაში შესვლით, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები არიან. როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამით მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე დამარცხდება. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არ უნდა, საზოგადოებამ ბევრი რამე იცის, აქედან გამომდინარემ თავად გამოიტანს დასკვნას“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.

როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, პარალელურად ემზადებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო