საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მწერლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოეტს, პროზაიკოსსა და დრამატურგს ნინო სადღობელაშვილს და მწერალსა და დრამატურგს ბასა ჯანიკაშვილს შეხვდნენ.

სტუ-ს ინფორმაციით, ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში. როგორც პროფესორმა თამარ ლომინაძემ განაცხადა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეორე წელია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია.

“ბუნებრივია, ყველა პროფესია, მით უმეტეს, საგანმანათლებლო სისტემა წიგნისა და ცოდნის პოპულარიზაციას უნდა ცდილობდეს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მეორე წელია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება ტარდება, უნივერსიტეტის გამომცემლობა კი წლიურად 100-დან 120-მდე სამეცნიერო წიგნს გამოსცემს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი წიგნსაცავია. ბიბლიოთეკის უნივერსალური ფონდი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული გამოცემებისგან შედგება. მათ შორისაა ისეთი უნიკალური (რარიტეტული) გამოცემები, რომელთა უმრავლესობა მხოლოდ აქ არის დაცული და უიშვიათეს ეგზემპლარებს წარმოადგენს. სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკას ჰყავს ათასობით აქტიური მკითხველი. სწორედ ესაა უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მისია, ღონისძიების მიზანი კი არის სტუდენტებს ახლოს გააცნოს შემოქმედებითი ადამიანები, მწერლები, რომელთაც თავისი გზა გაკვალეს ქართულ ლიტერატურაში. მადლობას მოვახსენებ ნინო სადღობელაშვილს და ბასა ჯანიკაშვილს უნივერსიტეტში სტუმრობისთვის”, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ნინო სადღობელაშვილმა და ბასა ჯანიკაშვილმა სტუდენტების კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში