პატრიარქი - მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს  სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს - შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს მოსახლეობა და სრულიად საქართველო

მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს წერილშია ნათქვამი, რომელიც წიგნის, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ წარდგენისას წაიკითხეს.

როგორც წერილში პატრიარქი განმარტავს, საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც.

„დღეს საზოგადოებას წარედგინება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული წიგნი - ალბომი, რომელიც მოიცავს საქართველოში მოქმედ სალოცავებს როგორც მართლმადიდებლურს, ისე სხვა ქრისტიანულსა და არა ქრისტიანულს. იგი, ფაქტიურად, გაგრძელებაა წინა გამოცემებისა, - „თბილისში მოქმედი სალოცავები, -საკულტო ნაგებობები“ (როგორც ამას ავტორები უწოდებენ) და „,ოკუპირებული მემკვიდრეობა“.

ამ წიგნებით დასრულდა აღწერა საქართველოში მოქმედი ტაძრებისა და სალოცავებისა და აღსრულდა უდიდესი საქმე - შედეგი არაერთი ადამიანის თავდაუზოგავი შრომისა, წარმომჩენი ჩვენი მრევლის, ჩვენი მღვდელმთავრების და სასულიერო პირების მუშაკობისა;

მოცემული მასალა ნათლად ასახავს, შედარებით მცირე პერიოდში თუ რამდენი ტაძარი აღდგა, რესტავრირდა და რამდენიც ახლად აშენდა სადიდებლად ღვთისა და სამსახურებლად ერისა ჩვენისა.

ეს არის XXI საუკუნის I მეოთხედის ჩვენი ქვეყნის ერთგვარი სულიერი ფოტო-მატიანე.

წარმოდგენილი ნაშრომები თავისთავად ითხოვს გაგრძელებას. ვგულისხმობ თუნდაც იმ ეკლესია-მონასტრებსა და სალოცავებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით არ არის მოქმედი ან ნანგრევის სახითაა შემორჩენილი. მათი აღწერაც მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია გასაკეთებელი საქმის შესახებ. ასევე, სასურველია, საზღვარგარეთ არსებული ჩვენი ეკლესიების წარმოჩენაც...

მინდა დავლოცო ზაზა ვაშაყმაძე, რომლის მონდომებით და ზედამხედველობით განხორციელდა აღნიშნული წიგნების დაბეჭდვა და არაერთი სხვა უმნიშვნელოვანესი გამოცემა; დავლოცო მისი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი და შემდგომი წარმატებები ვუსურვო მათ საღვთო და საქვეყნო საქმეთა აღსრულებაში.

საქართველო ოდითგანვე გამორჩეულია შემწყნარებლობით, რასაც მოწმობს მართლმადიდებლურ ქვეყანაში სხვა რელიგიების არაერთი საკულტო ნაგებობის არსებობაც. მიუხედავად განსხვავებული რწმენისა, საქართველოს შვილებს სამშობლოს სიყვარული გვაკავშირებს და გვაერთიანებს.

შევთხოვ ღმერთს, მშვიდობითა და ერთობით აკურთხოს ჩვენი მოსახლეობა და სრულიად საქართველო, ამინ“,- აღნიშნულია პატრიარქის წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში