ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას დაკავებული მიგრანტები, შეიძლება, სწრაფად დაადეპორტონ, ან მექსიკაში დააბრუნონ.

„ეს ქმედება დაგვეხმარება მოვიპოვოთ კონტროლი ჩვენს საზღვრებზე და აღვადგინოთ წესრიგი პროცესში. ეს აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ არალეგალურად შესვლის მცდელობების რაოდენობა არ შემცირდება იმ დონემდე, რომლის ეფექტურად მართვასაც ჩვენი სისტემა შეძლებს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

გამონაკლისი შეეხებათ ბავშვებს, რომლებიც საზღვარს თანმხლები პირის გარეშე კვეთენ, ადამიანებს, რომლებსაც ემუქრებათ სერიოზული სამედიცინო ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები და ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან.

აკრძალვა შეჩერდება, როდესაც საზღვარზე დაკავების მაჩვენებელი სამი კვირის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1 500 შემთხვევამდე შემცირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია