ირაკლი კობახიძე - რაის რუსეთს ჩაგაბარეთ, ასეთი სისულელის კითხვა როგორ შეიძლება? - თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში

სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ - რევოლუციის, არეულობისა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია კანონთან დაკავშირებით, შეუძლია ეს საჯარო დისკუსიაში დააფიქსიროს.

„კანონთან დაკავშირებით ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი. მე შევთავაზე ყველას საჯარო დისკუსია, ყველა გაექცა მას. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში არ აქვს ალტერნატივა, არეულობის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ. რაც შეეხება სანქციებს, სანქციების უნდა ეშინოდეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის ჩემი პირდაპირი გზავნილი. თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში. ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ასეთი სისულელის კითხვა როგორ შეიძლება, რაის რუსეთს ჩაგაბარეთ, რა სისულელეს ამბობთ?! თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ შემოიყვანა რუსული ტანკები საქართველოში და რუსეთს ტერიტორიების 20% ჩააბარა.

გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ბევრი რამით გვემუქრებოდნენ, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ამასთან დაკავშირებით და შესაბამის მუქარასთან დაკავშირებით თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულება. კიდევ ერთხელ, როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს